Belive

უძლიერესი შემადგენლობით - სამხრეთ აფრიკა საქართველოსთვის დაირაზმა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

19 ივლისს "ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტ-მატჩების მესამე შეხვედრას სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება.

სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა - რასი ერასმუსმა, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონები ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი შემადგენლობით ითამაშებენ.

სამხრეთ აფრიკის სათამაშო რაზმი

სამხრეთ აფრიკამ ზაფხულის ტესტ-მატჩების სეზონზე სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო. მათ 2-ჯერ შეძლეს იტალიელების დამარცხება, პირველ ტესტ მატჩში კი "ბარბაროსებს" აჯობეს.

სხვა სტატიები