"ძალიან რთულია, როდესაც მინდორზე არ ხარ და თანაგუნდელებს ვერ ეხმარები" - გიორგი ჩაკვეტაძე
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2 პრინციპული მატჩი გამართა და კიდევ ორი შეხვედრა ოქტომბერში ჩატარდება. ასევე, ინგლისის ჩემპიონშიპის სეზონი თანდათან ხურდება - საქართველოსა და უოტფორდს კი უპირობო ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ჯერჯერობით ვერ ეხმარება.
სარეაბილიტაციო პროცესის, დრამატული საკლუბო სეზონისა და მოახლოვებული სანაკრებო მატჩების შესახებ, ჩაკვეს ვესაუბრეთ. betlive-ის ამბასადორმა მომდევნო მატჩების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედგაცრუება ვერ დამალა, რომ ნაკრებსა და კლუბს მნიშვნელოვან მატჩებში ვერ დაეხმარა.
სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს. თავს კარგად ვგრძნობ და ნელ-ნელა სირბილი უკვე დავიწყე. ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან მოედანზე დაბრუნებას 4-5 კვირაში შევძლებ.
ძალიან რთულია, როდესაც მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობას ვერ იღებ. ალბათ ფეხბურთში წაგებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეგრძნენაა, როდესაც მინდორზე ყოფნა არ შეგიძლია და შენს თანაგუნდელებს ვერ ეხმარები. თუმცა, ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.
რაც შეეხება უოტფორდს - მიზანი, რა თქმა უნდა, ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება და პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლაა. ეს გუნდი და ეს გულშემატკივარი ამას იმსსხურებს. რთული მისიაა, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა მენდობა და ასე კარგად მახასიათებს. როდესაც გოგლიჩიძეზე მკითხეს, არ გამჭირვებია იმის დახასიათება, თუ რამდენად შრომისმოყვარე და მიზანდასახულია. ის ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ვცდილობ როცა დრო მაქვს, ბიჭების თამაშებს თვალი ვადევნო. როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე სხვა ჩემპიონატებში. კვარას საოცარი მატჩი ქონდა, მისი თამაშის ყურებით სიამოვნებას ვიღებ, ლამაზი გოლი გაიტანა და უამრავი სამუშაო შეასრულა. ქოჩორამ საგოლე პასით დაიწყო ლიგაზე გამოსვლა და გამიხარდა - გიორგი მიქაუტაძე კი ახალ გუნდთან ადაპტაციას გადის და დარწმუნებული ვარ მოკლე დროში დაიწყებს გოლების გატანას.
ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი ჩემი აზრით მადრიდის რეალია. ბავშვობიდან ამ კლუბის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონობას და კვარას ზედიზედ მეორე ტიტულს.
- გიორგი ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, 2024 წლიდან გიორგი ჩაკვეტაძე betlive-ის ამბასადორია. 25 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სანაკრებო დებიუტი 2018 წელს შედგა და მას შემდეგ, ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა "ჯვაროსნების" მაისური 35 მატჩში მოირგო. ჩაკვეს ანგარიშზე 9 სანაკრებო გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.