კვარა დღეს არ ითამაშებს, მაგრამ საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრაში პსჟ ლილს დაუპირისპირდება. ცოტა ხნის წინ პარი სენ-ჟერმენმა გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია არ ფიგურირებს, ასე რომ ქართველი ფეხბურთელი ბარძაყის ტრავმის გამო დღევანდელ მატჩსაც გამოტოვებს.
Geo Team-ის ინფორმაციით ბოლო 2 მატჩის გამოტოვების მიუხედავად, კვარა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება. წყაროს ცნობით ამ მომენტამდე ფეხბურთელი აღდგენით ვარჯიშებს აგრძელებს, თუმცა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში ვილი სანიოლისთვის პსჟ-ს ვარსკვლავი ხელმისაწვდომი იქნება.
Le groupe parisien pour ce déplacement à Lille ! 👊#LOSCPSG pic.twitter.com/MBApM0U5Hg
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) October 5, 2025
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს. ჩვენი ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14-ში თურქეთში გაემგზავრება.