Belive

დირკ შუსტერი: "შევეცდებით, ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი, დირკ შუსტერი, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში ომონიასთან შეხვედრის წინ საუბრობს.

"ორდაბასთან გასული ურთულესი მატჩების შემდეგ გუნდი მეტად გაიზარდა. ვიცით, რომ წინ მძიმე მატჩები გველის, შეიძლება, კვიპროსის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ვნახეთ მეტოქე გუნდის უახლოესი მატჩები და კარგად შევისწავლეთ.

ომონია სეზონის საწყის ოფიციალურ მატჩს ატარებს და ცხადია, ყველას გამარჯვება სურს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ყველაფერი ორმატჩიან დუელში გადაწყდება. შევეცდებით, რომ ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ", - ამბობს დირკ შუსტერი.

ქუთაისის ტორპედო ორრაუნდიანი შეხვედრის საწყის მატჩს 24 ივლისს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები