"გამოჯანმრთელდა და ძირითად შემადგენლობაში უნდა მოხვდეს" - იტალიაში საბა გოგლიჩიძეზე საუბრობენ
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური საფეხბურთო მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, საბა გოგლიჩიძეს ტრავმა უკვე მოშუშებული აქვს და უდინეზეს ძირითად შემადგენლობას მალე დაუბრუნდება.
21 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 2025 წლის დასკვნით, ნოემბრის სანაკრებო პერიოდის დროს მიიღო და სერია A-ს გასულ ტურში ბოლონიასთან (0:3) არ უთამაშია.
"კარგი ამბავი ისაა, რომ საბა გოგლიჩიძემ საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს მიღებული კუნთის ტრავმა მოირჩინა. მან წინა მატჩი ბოლონიასთან სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ახლა კი სრულად გამოჯანმრთელდა და სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრის კანდიდატია. ქართველ ფეხბურთელს ბერტონას, კაბასელეეს და სოლეტის პირისპირ ბრძოლაში შესვლა უწევს, რაც მიანიშნებს, რომ გუნდში შიდა კონკურენცია კვლავ მაღალ დონეზეა", - წერს calcioudinese.
საბა გოგლიჩიძეს ახალ სეზონში, უდინელების შემადგენლობაში 7 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
უდინეზე სერია A-ში 12 ტურის შემდეგ დაგროვებული 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს. შემდეგი მატჩი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 29 ნოემბერს, პარმასთან სტუმრად უნდა გამართოს.