დარენ ბენტი: "მამარდაშვილის თამაში ნანახი მაქვს, ქართველი მეკარე კიდევ უფრო გაუმჯობესდება"
ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი, დარენ ბენტი, რომელიც ამჟამად ანალიტიკოსისა და ექსპერტის ამპლუაში მუშაობს, ლივერპულის შესახებ საუბრობს. 41 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მერსისაიდული გუნდის ბრწყინვალე დასაწყისზე საუბრობს და მათი შემადგენლობის სიძლიერეს ხაზს უსვამს, სადაც გიორგი მამარდაშვილის ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას.
"ლივერპულის შემადგენლობის სიღრმეს რომ ვაკვირდები, ვხედავ თუ რამდენად ძლიერი გუნდი ჰყავთ. აქ გიორგი მამარდაშვილია, მეკარე, რომლის თამაშიც ნანახი მაქვს. ის მხოლოდ 24 წლის არის და კიდევ უფრო მეტად მოუმატებს", - ამბობს დარენ ბენტი.
კარიერის განმავლობაში, დარენ ბენტს იფსვიჩის, ჩარლტონის, ტოტენჰემის, სანდერლენდის, ასტონ ვილას, ფულემის, ბრაიტონის, დერბი ქაუნთისა და ბარნტონ ალბიონის შემადგენლობაში აქვს ნათამაშები, ინგლისის ნაკრებში კი 12 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.
გიორგი მამარდაშვილი ლივერპულმა 2024 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიმატა, წინა სეზონი ქართველმა მეკარემ იჯარით ვალენსიაში გაატარა, რამდენიმე თვეა კი მერსისაიდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ქართველმა მეკარემ რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოფიციალურ შეხვედრაში კი ჯერ არ უთამაშია.