ლევერკუზენის ბაიერთან მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, პსჟ ახალი სეზონის ლიგის ფაზის მესამე ტურში, ლევერკუზენის ბაიერს სტუმრად შეხვდება.
მატჩის წინ, ცნობლია ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის სასტარტო თერთმეტეული, რომელიც ქართველ ვარსკვლავთან ერთად ასე გამოიყურება.
პსჟ: ლუკას შევალიე, აშრაფ ჰაკიმი, ილია ზაბარნი, ვილიამ პაჩო, ნუნო მენდეში, ვარენ ზაირე-ემერი, ვიტინია, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, სენი მაიულუ, ხვიჩა კვარაცხელია.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
პსჟ-ს საწყისი ორივე ტურის მატჩი მოგებული აქვს და გათამაშების თანალიდერია. გერმანიაში გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.