ჩემპიონთა ლიგა: პლეი-ოფში 4 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები შედგა და პლეი-ოფში მონაწილე გუნდებიც გაირკვა.
ტურნირის ლიგის ფაზაში მოსახვედრად ბრძოლას 4 ქართველი ფეხბურთელი აგრძელებს.
გადამწყვეტ ეტაპზე მონაწილეობას ალმაატის ქაირათი მიიღებს, რომელმაც გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანთან სლოვაკეთში, პენალტების სერიაში მოიგო. საპასუხო მატჩი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ სრულად ჩაატარა და თანაგუნდელებს შორის საუკეთესო, შეხვედრაში კი მეორე შეფასება დაიმსახურა. კაირატის შემადგენლობიდან მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და საწყისი ექსტრა ტაიმის მიწურულამდე ითამაშა გიორგი ზარიამ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და ტრავმის გამო გავიდა. ლუკა გადრანი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ. ალმაატის კაირათის მეტოქე გადამწყვეტ ეტაპზე შოტლანდიური გლაზგოს სელტიკი იქნება.
გარდა ალმაატის კაირატისა, ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი (მეტოქე ნორვეგიული ბოდო/გლიმტი) და გაბრიელ სიგუას ბაზელი (მეტოქე დანიური კოპენჰაგენი) იქნება.
პლეი-ოფის საწყისი მატჩები 19 და 20 სექტემბერს, ხოლო საპასუხო 26 და 27 რიცხვში გაიმართება.