Belive

ვირჯილ ვან დაიკი: "იმედი მაქვს, მამარდაშვილის კარგი თამაში მნიშვნელოვანი გამოდგება"

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულის კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი, გუნდის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის და უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საწყის მატჩში პსჟ-სთან მისი შესანიშნავი თამაშის შესახებ საუბრობს.

"იმედია, გიორგი მამარდაშვილის მოგერიებული ბურთები ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგება. შარშან ჩვენ აქ ისეთი მატჩი ჩავატარეთ, რომელიც უნდა წაგვეგო, მაგრამ მოვიგეთ, ალისონს ალბათ კარიერაში საუკეთესო მატჩის ჩატარება მოუწია, მაგრამ ენფილდზე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით.

ახლა ორბურთიანი სხვაობით ვაგებთ და შემდეგ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. იქამდე, პრემიერ ლიგაში არანაკლებ საინტერესო შეხვედრა გვაქვს და ამიტომ ყურადღება ამ მიმართულებით უნდა გავამახვილოთ", - ამბობს ვირჯილ ვან დაიკი.

გიორგი მამარდაშვილმა პსჟ-სთან შეხვედრაში 4 ბურთის მოგერიება მოახერხა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას პირისპირ. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მატჩი 25 წლის ქართველი ვარსკვლავის და დეზირე დუეს გატანილი გოლებით 2:0 იმარჯვა, საპასუხო შეხვედრა კი ენფილდზე, 14 აპრილს უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები