Belive

ბუდაპეშტის გრანდ სლემს 3 ქართველი ძიუდოისტი მოეხსნა

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა. უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე საქართველოს დროშის ქვეშ 14 სპორტსმენს უნდა ეჭიდავა, თუმცა 3 მათგანი: გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრს მოეხსნენ. გიორგი თუთაშვილის მოხსნის მიზეზი, თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალში მიღებული მუხლის მძიმე ტრავმაა, რის გამოც მან თბილისის გრანდ სლემის ფინალი გამოტოვა. რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილსა და გურამ თუშიშვილს, მათი ბუდაპეშტის გრანდ სლემიდან ჩახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შემადგენლობა 

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე +100 კგ: გელა ზაალიშვილი -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი -78 კგ: მარიამ ჭანტურია +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
2022 წლის ბუდაპეშტის გრანდ სლემი საოცრებებს გვპირდება. ამ შეჯიბრზე თითქმის ყველა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. სწორედ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე, ტატამზე დაბრუნდება – ტედი რინერი.

სხვა სტატიები