თბილისის გრანდ სლემი იწყება | წილისყრა შედგა - ქართველების საშეჯიბრო ბადეები და მეტოქეები ცნობილია
ხვალიდან (20 მარტი), სტარტს თბილისის გრანდ სლემი აიღებს, სადაც 51 ქვეყნის 386 ძიუდოისტია რეგისტრირებული.
საქართველოს ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე 42 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. რამდენიმე წუთის წინ კი წილისყრა შედგა, სადაც გაირკვა ქართველების საშეჯიბრო ბადე და სავარაუდო მეტოქეები.
60 კგ
60 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ: მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია, გიორგი ჩანქსელიანი და გიორგი არაბიძე იჭიდავებენ.
A ბადეში გიორგი არაბიძე იჭიდავებს, იგი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს და გერმანელ - ტარან მაქსიმს დაუპირისპირდება.
B ბადეში გამოვა ლუკა გადელია, რომელიც ასევე პირველივე ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას და სლოვენიელ - გალ ბლაზიჩს დაუპირისპირდება.
C ბადეში იჭიდავებს გიორგი ჩანქსელიანი, რომელიც ფრანგ - ლუის პესტელარს დაუპირისპირდება, ხოლო D ბადეში მიიღებს მონაწილეობას მათე გოგობერიშვილი, რომელიც უნგრელ - დავიდ ნაჯის შეხვდება.
66 კგ
60 კგ-ში საქართველოს ღირსებას დაიცავენ - თორნიკე მაზიაშვილი, თორნიკე გიგაური, თემურ ნოზაძე და ლაშა ნადირაძე.
A ბადეში ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს თორნიკე მაზიაშვილი, რომელიც მონღოლ - იოლკ კაზირბიეკს შეხვდება.
B ბადეში გამოვა თორნიკე გიგაური, რომელიც მეორე ეტაპიდან ერთვება ასპარეზობაში და მისი მეტოქე, უზბეკი - აბდურახიმ ნუტფულოევი იქნება.
C ბადეში განუთესავია თემურ ნოზაძე, რომელიც პირველივე რაუნდში, ისრაელის წარმომადგენელ - მატან კოკოლაიევს შეხვდება, მისი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, თემურის მეტოქე, ესპანელი - დავიდ გარსია ტორნე იქნება.
D ბადეში იჭიდავებს ლაშა ნადირაძე, რომელიც გერმანელ - ნიკოლას კუნზეს დაუპირისპირდება.
73 კგ
73 კგ-შიც 4 წარმომადგენელი გვყავს: გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ლოლაძე.
ჩიხელიძე A ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც აზერბაიჯანულ-ბელგიურ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება.
B ბადეშია ბაგრატ ნინიაშვილი, რომელიც ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს და მისი მეტოქე, სლოვენიელი - მარინ ჰოიაკი იქნება.
C ბადეშია გიორგი ლოლაძე, რომელიც განუთესავია, შესაბამისად პირველივე რაუნდში ბაჰრეინელ - ენდრიუ მანინგს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე რაუნდში კი ბრიტანელ - ბენჟამინ ლევის შეხვდება.
D ბადეში იწყებს ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან გიორგი ტერაშვილიც, რომელიც ყირგიზ - ნურმუდხამედ ბაკინდიროვს შეხვდება, ყირგიზული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, სომეხი - არტაკ ტოროსიანი იქნება.
81 კგ
ასევე 4 სპორტსმენით წარვდგებით 81 კგ წონით კატეგორიაში, სადაც: ირაკლი ბეროშვილი, ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე და კოტე კაპანაძე იჭიდავებენ.
A ბადეში იჭიდავებს ირაკლი ბეროშვილი, რომელიც განთესილია და მეორე რაუნდში, ბერძენ - არის ზარაგკას შეხვდება.
B ბადეში განთესილია დიმიტრი გოჩილაიძე, რომელიც ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს და მისი მეტოქე, ფინელი - ეტუ იჰინამაკი იქნება.
C ბადეშია ზაურ დვალაშვილი, რომელიც ასევე წარმოშობით ქართველს, თუმცა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე - მიხეილ წულაშვილს დაუპირისპირდება.
ხოლო D ბადეში იასპარეზებს კოტე კაპანაძე, რომელიც მეორე ეტაპზე უკრაინელ - მიხაილო სვიდრაკს დაუპირისპირდება.
90 კგ
"ქართველების წონად" წოდებულ 90 კგ-შიც 4 წარმომადგენელი გვეყოლება: ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე და ვლადიმირ ახალკაცი.
A ბადეში განთესილია ლუკა მაისურაძე, რომელიც მეორე რაუნდში მეტოქეს დაელოდება და ისრაელისა და ლიეტუველ სპორტსმენს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
B ბადეშია ლუკა ჯავახიშვილი, რომელიც განთესილი იქნება და მეორე რაუნდში, ფრანგ - ენიელ კეროლის დაუპირისპირდება.
C ბადეში იასპარეზებს ვლადიმირ ახალკაცი, რომელიც მეორე რაუნდში, ტაჯიკ - ჰაზმა არდაშერის შეხვდება.
D ბადეში კი იასპარეზებს აკაკი ჯაფარიძე, რომელიც მეორე რაუნდში ჩაერთვება საქმეში და ფრანგ - მაქს ლაბორდეს დაუპირისპირდება.
100 კგ
გადავინაცვლოთ 100 კგ-ში, სადაც ასევე ასევე მაქსიმალური ძიუდოისტების რაოდენობით წარვდგებით.
თორნიკე ფოლადიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი და ონისე სანებლიძე მედლებისთვის იბრძოლებენ.
A ბადეში განუთესავია თორნიკე ფოლადიშვილი, რომელიც პირველივე რაუნდში, უზბეკ - ამირსაიდ ჯელიევს შეხვდება.
B ბადეში მიიღებს მონაწილეობას ნიკოლოზ ზაალიშვილი, რომელიც განუთესავია და ყაზახ - ბაკჟან ბაიტასს დაუპირისპირდება, ხოლო მისი დამარცხების შემთხვევაში კი, პორტუგალიელ - ჟორჟ ფონსეკას შეხვდება.
C ბადეში იჭიდავებს ნიკა ხარაზიშვილი, რომელიც ასპარეზობას პირველ რაუნდში, სლოვენიელ - გალ ზიზეკთან დაიწყებს.
ხოლო D ბადეში, პირველივე რაუნდიდან იწყებს ასპარეზობას ონისე სანებლიძე, რომელიც პირველივე რაუნდში, რუმინელ - ალექსანდრუ სიბისანს შეხვდება.
+100 კგ
მძიმე წონაში იჭიდავებენ - გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა, საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი.
A ბადეში განუთესავია საბა ინანეიშვილი, რომელიც ფრანგ მეტოქესთან ბრძოლით დაიწყებს ჭიდაობას და ხამზატ საფარბაევს დაუპირისპირდება.
B ბადეშია ირაკლი დემეტრაშვილი, რომელიც განთესილია და მეორე რაუნდში პოლონურ-ბერძნულ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება.
C ბადეში იასპარეზებს საბა ქარდავა, რომელიც გერმანელ - ლოსენი კონეს შეხვდება, გერმანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, აზერბაიჯანელ - კანან ნასიბოვს შეხვდება.
D ბადეში კი პირველივე რაუნდიდან დაიწყებს ბრძოლას, თბილისის გრანდ სლემის 3-გზის ჩემპიონი - გელა ზაალიშვილი, რომელიც ყაზახ - იელემან იერგალიევს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, ქართველი ძიუდოისტი 1/4-ფინალში, აზერბაიჯანელ - ჯამალ გამზატხანოვს შეხვდება.
48 კგ
48 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ - თამარ გიგოლაევი და მარიამ ზაქარაია.
გიგოლაევი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც რუს - საბინა გილიაზოვას დაუპირისპირდება.
D ბადეში იასპარეზებს მარიამ ზაქარაია, რომელიც მეორე რაუნდში, შვედ - ტარა ბაბულფატს შეხვდება.
52 კგ
52 კგ წონით კატეგორიაშიც 2 წარმომადგენელი გვყავს - ნინო თათრიშვილი და ელენე გვაზავა.
B ბადეშია განთესილი ელენე გვაზავა, რომელიც მეორე რაუნდში, ბრიტანელ - ტეიტუმ კიმს დაუპირისპირდება.
ხოლო D ბადეში მიიღებს მონაწილეობას ნინო თათრიშვილი, რომელიც ასევე განთესილი იქნება და მეორე რაუნდში, ფრანგ - ბლენდინ პონტს შეხვდება.
57 კგ
57 კგ-ში მიიღებენ მონაწილეობას - ნინო ლოლაძე და სოფიო ბედოშვილი.
ბედოშვილი A ბადეში განუთესავია, შესაბამისად პირველივე რაუნდში, თურქ - ჰასრეტ ბოზკურტს შეხვდება.
ნინო ლოლაძე კი C ბადეშია განუთესავი, შესაბამისად პირველივე რაუნდში ლიხტენშტეინის წარმომადგენელ - ლი ვისს დაუპირისპირდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, ნინოს მეტოქე, ხორვატი - ანა ვიქტორია პულჯიზი იქნება.
63 კგ
63-კგ ში 4 წარმომადგენელი გვყავს: მარიამ ნათელაური, ნინო წიკლაური, მაია ბიძინაშვილი და მარი მახარაშვილი.
A ბადეში მიიღებს მონაწილეობას მარიამ ნათელაური, რომელიც პირველივე რაუნდში ამერიკელ - სარა გოლდენს შეხვდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, იაპონელ - ჰარუკა კაჯუს დაუპირისპირდება.
მარი ბიძინაშვილი იქნება განუთესავი B ბადეში, სადაც უზბეკ - მარიონა ბურულოევას დაუპირისპიდება.
C ბადეში იჭიდავებს ნინო წიკლაური, რომელიც პირველივე რაუნდში, ბელარუს - იანა მაკრეცკაიას შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, 1/8-ფინალში მისი მეტოქე, სლოვენლიელი - კაია კაიზერი ეყოლება.
D ბადეში იჭიდავებს მარი მახარაშვილი, რომელიც პირველივე ეტაპზე შეხვდება ფინელ - ლუმია სეიკულას.
70 კგ
70 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც 4 წარმომადგენელი გვყავს - მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი, ქეთევან ბერიძე და ლიზი ქვარცხავა.
მარიამ ჭანტურია A ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე რაუნდში იწყებს, სადაც ნიდერლანდელ - მარგიტ დე ვოგდს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევასი კი, ხორვატ - ლარა ცვეიტკოს შეხვდება.
B ბადეშია ლიზი ქვარცხავა, იგი პირველივე რაუნდში შვედ - იდა ერიკსონს შეხვდება.
C ბადეში იჭიდავებს ნინო გულბანი, რომელსაც აზერბაიჯანელი მეტოქე - სუდაბა აღაიევა ეყოლება.
ხოლო D ბადეში იჭიდავებს ქეთევან ბერიძე, რომელსაც ისრაელელი მეტოქე - მაია გოშენი ეყოლება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.