Belive

პარიზის გრანდ სლემი - დღე II: ტატამზე ქართველი ვარსკვლავები გამოვლენ | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ

პარიზის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველებისთვის ბრწყინვალედ დასრულდა. -73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი, ლეგენდარულმა ძიუდოისტმა - ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

სამწუხაროდ უმედლოდ დარჩენენ თემურ ნოზაძე და ბაგრატ ნინიაშვილი.

5 თებერვალს კი პარიზის გრანდ სლემის მეორე (და ბოლო) საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 8 სპორტსმენი იასპარეზებს.


81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ, მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს, რომელსაც ზურგს წითელი არშია დაუმშვენებს.

ტატო A ბადეში იასპარეზებს და ერთადერთი სპორტსმენი იქნება, რომელიც განთესვით დაიწყებს ასპარეზობას, შესაბამისად ბრძოლაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, იტალიელ - ლორენცო პარონდისა და ბენინელ - ვალენტინ ჰოუინატოს შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტატო გრიგალაშვილი და ბელგიელი - მატიას კასე ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან. საინტერესოა შედგება თუ არა 81 კგ წონითი კატეგორიის ორი მთავარი ფავორიტის მორიგი დაპირისპირება.


90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი - ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე.

ლუკა მაისურაძე A ბადეში განთესილია, ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ლიბანელი - კარამნობ საგაიპოვი იქნება. ლიბანელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი მაისურაძე, ბელგიელ - სამი ჩოუჩს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ - ლაშა ბექაურს, ბექაური D ბადეშია განთესილი და მეორე ეტაპზე იგი, არგენტინელ - მარიანო კოტო ბერსიერსა და ფრანგ - მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბურს შორის გამარჯვებულს შეხვდება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ბრაზილიელი - მარსელო გომესი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან, ქართული ფინალი კი ყველა ჩვენთაგანის დიდი ნატვრაა.


100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი იასპარეზებენ.

ვარლამ ლიპარტელიანი C ბადეში განთესილია, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს და მისი მეტოქე, გერმანელ - დარიო კურბიევიეტს გარსიასა და ემირატების წარმომადგენელ - ჯაფარ კოსტოევს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება გიორგი ბერიაშვილს, გიორგი განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც კუბელი მეტოქე - ლისტერ კარდონა ეყოლება. კუბელის დამარცხების შემთხვევაში კი ყაზახ - ნურლიხან შარხანს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ქართველები ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან.


+100 კგ

და ბოლოს მძიმე წონა - +100 კგ წონით კატეგორიაშიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება: მსოფლიოსა და ევროპის, ასევე ვიცე ოლიმპიური ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი.

თუშიშვილი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მას იაპონელი მეტოქე - ჰიოგა ოტა ეყოლება. იაპონელის დამარცხების შემთხვევაში კი 1/8 ფინალში, ბრაზილიელ - ჟაო კესარინოს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება საბა ინანეიშვილს, ახალგაზრდა ქართველი C ბადეშია განთესილი, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს და მისი მეტოქე, ამ წონითი კატეგორიის მეექვსე ნომერი, უზბეკი - ალიშერ იუსუპოვი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან. ასევე შესაძლებელია, რომ თუ გურამ თუშიშვილი A ბადის გამარჯვებული გახდება, ფინალში მისი მეტოქე, ლეგენდარული ფრანგი - ტედი რინერი იყოს.


-70 კგ

-70 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ - ელისო სისაური იჭიდავებს. ელისო D ბადეში განუთესავია და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ბრაზილიელი მეტოქე - ელლენ ფრონერი ეყოლება.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები