Belive

ბუდაპეშტის გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა, ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა. უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე საქართველოს დროშის ქვეშ 14 სპორტსმენი იჭიდავებს.

შემადგენლობა 

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81 კგ: ტატო გრიგალაშვილი -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე +100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი -78 კგ: მარიამ ჭანტურია +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
2022 წლის ბუდაპეშტის გრანდ სლემი საოცრებებს გვპირდება. ამ შეჯიბრზე თითქმის ყველა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. სწორედ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე, ტატამზე დაბრუნდება - ტედი რინერი.  

სხვა სტატიები