Belive

სიურპრიზი ქართველ გულშემატკივარს - თბილისის გრანდ სლემზე საჩუქრები გათამაშდება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

24-26 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშიროსო შეჯიბრს - თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს.

2 მარტის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემისთვის 5 კონტინენტის და 42 ქვეყნის, 253 სპორტსმენია რეგისტრირებული, საიდანაც 122 მამაკაცია, 131 კი ქალი.

თბილისის გრანდ სლემს ახალი სპორტის სასახლე "თბილისი არენა" (საკალათბურთო დარბაზი) უმასპინძლებს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ თბილისის გრანდ სლემის მიმდინარეობისას, შემდეგი პრიზები გათამაშდება:

  • დოჰაში გასამართი 2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური
  • კიმონოები ძიუდოს მსოფლიო ვარსკვლავების ხელმოწერით
  • და სხვა სპრიზები, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თუ რა პრინციპით და რა მონაკვეთში მოხდება ამ პრიზების გათამაშება, ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით უცნობია.

ასევე შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ბილეთების შეძენას TKT.GE-ზე შეძლებთ.

სხვა სტატიები