Belive

ბრიტანელი მებრძოლი: "არ მიკვირს, რუსები ქართველებს რომ ატერორებენ"

3 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ახალწვეული, პედი პიმბლეტი გამოიწვია. საპასუხოდ, ბრიტანელი მებრძოლისგან მან უხეში პასუხი მიიღო. 26 წლის პიმბლეტმა შეურაცხყოფა როგორც გურამს, ასევე ქართველ ხალხს მიაყენა.

თავდაპირველად, ქუთათელაძემ ბრიტანელი სოციალური ქსელით გამოიწვია: "შონ შელბი, მომეცით შესაძლებლობა მივესალმო თქვენს სუპერვარსკვლავს და ვნახო, თუ რამდენად ძლიერია ის."
პედის აგრესია სწორედ ამის შემდეგ დაიწყო: "ვინ არის ეს სოკო?" "ასეთი საუბრის მოყვარული არ ვარ და მის დაწყებას არ ვაპირებდი. მე შენი დალაქი ვარ და იმის ნაცვლად, რომ თმა შეგჭრა, თავს წაგაცლი. იყავი თავმდაბალი," - უთხრა ქუთათელაძემ ბრიტანელს. ამის შემდეგ პიმბლეტმა ქართველი ხალხისთვის საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა: "როგორი სულელები არიან ქართველები, არ მიკვირს, რუსები მათ რომ ატერორებენ." გარდა ამისა, მან ქართველებს "ყალბი რუსებიც" კი უწოდა.
გურამ ქუთათელაძეს მხარი UFC-ის კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ დაუჭირა.
"საქართველოში რომ დაბადებულიყავი, ამას ვეღარ დაწერდი, რადფან უკვე მიწაში იქნებოდი. თუ ასეთი განგსტერი ხარ, მიიღე გამოწვევა, მაგრამ ვიცით, რომ გეშინია. ასე რომ, გაჩუმდი!" - წერს ილია.

სხვა სტატიები