Belive

დიდი დაბრუნება - ავთანდილ ჭრიკიშვილი წლის პირველ შეჯიბრზე იასპარეზებს!

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ძიუდოს 2023 წლის პირველი შეჯიბრი პორტუგალიაში, 27-29 იანვარს გაიმართება. პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იყო რეგისტრირებული, თუმცა შემადგენლობა 13 კაცამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში პირველად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონი - ავთანდილ ჭრიკიშვილი. ბოლოს მან 2019 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე 2019 წელს იასპარეზა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი -90 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილთან ერთად იასპარეზებს.


შემადგენლობა

-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი

-66 კგ: გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია

-73 კგ: გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე

-81 კგ: ზაურ დვალაშვილი

-90 კგ: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი

-100 კგ: ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი

+100 კგ: საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი.

სხვა სტატიები