2022 წელს, ძიუდოს პირველი საერთაშორისო შეჯიბრი პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ალმადას გრან პრი სტარტს 28 იანვარს აიღებს და 30 იანვარს დასრულდება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცის - ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, პორტუგალიის გრან პრიზე შანსი მიეცემათ ახალგაზრდა ძიუდოისტებს და ნაკრებში არაერთი ახალი სახე იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: თენგო ზირაქაშვილი
-73 კგ: გიორგი ტერაშვილი
-81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე
-90 კგ: იმედა გოგოლაძე; ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ: გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ: საბა ინანეიშვილი; გიორგი ქავთარაძე