ბიორნ იონსენი: "ისე ცხელა, სუნთქვაც გვიჭირს, მაგრამ ადრე ჩამოვედით და აკლიმატიზაცია გავიარეთ"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქუთაისის ტორპედოს ცენტრალური ფორვარდი ბიორნ იონსენი, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის წინ, პრესკონფერენციას მართავს.
"დიდი ხანია ამ მატჩს ველით. ვფიქრობ, სათანადოდ მოვემზადეთ და შეხვედრისთვის მზად ვართ.
ძალიან ცხელი ამინდია. ქუთაისშიც ცხელა, მაგრამ აქ სუნთქვაც კი გვიჭირს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ყაზახეთში ადრე ჩამოვედით და აკლიმატიზაცია გავიარეთ.
მატჩის შედეგი? ნებისმიერ შედეგზე თანახმა ვართ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს", - ამბობს ბიორნ იონსენი.
ნორვეგიელმა ფორვარდმა საწყის შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ისევე, როგორც ხორვატმა, მატეი სიმიჩმა და ქართულმა გუნდმა ყაზახურს 4:3 აჯობა. საპასუხო შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში 17 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.