Belive

კვარაცხელია ფინალშია | ორივე ნომინაციაში ქართველი საუკეთესობიისთვის იბრძვის

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Globe Soccer Awards-ის 2025 წლის დაჯილდოებაზე ფინალისტთა სია გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ორ ნომინაციაში გახლდათ ნომინირებული (წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი და საუკეთესო შემტევი) და ორივე მათგანში ფინალისტთა შორის ადგილი მოიპოვა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი წლის საუკეთესო 15 მოთამაშეს და 8 გამორჩეულ შემტევს შორის არის.

ნომინანტებისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

Globbe Soccer Awards 2010 წლიდან ტარდება და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში მოქმედი გამარჯვებული ვინისიუს ჟუნიორი გახლავთ. 2025 წლის დაჯილდოება 28 დეკემბერს შედგება.

სხვა სტატიები