"მწვრთნელი შემადგენლობას განაახლებს" - ქოჩორაშვილი ძირითადში მოხვედრის კანდიდატია
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგის ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ, მალე მოხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი რუი ბორჟესი, სასტარტო თერთმეტეულის განახლებას აპირებს.
"პორტუგალიის ჩემპიონატის მესამე ტურში, ნასიონალთან მატჩში ჰიდემასა მორიტას ტრავმის შემდეგ, რუი ბორჟესმა იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ როგორ განაახლოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა პორტუსთან შეხვედრისთვის. ამ მატჩში გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგის ძირითად შემადგენლობაში იქნება", - წერს leonino.
გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგმა ლევანტედან დაიმატა და პორტუგალიურ გუნდში გადასვლის შემდეგ მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ ჩემპიონატში და ერთხელ სუპერ თასზე, ძირითად შემადგენლობაში კი ჯერ არ მოხვედრილა. ლისაბონის სპორტინგი პორტუს 30 აგვისტოს შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.