არნე სლოტი: "ამდენი წაგების შემდეგ გამარჯვებით, შვებას ვგრძნობთ"
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლივერპულის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი წაგებული მატჩების სერიის დასრულების და ვესტ ჰემთან, პრემიერ ლიგის მე-13 ტურში მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ საუბრობს.
"რა თქმა უნდა, შვებას ვგრძნობთ, გამარჯვება მნიშვნელოვანია, როდესაც ამდენ მატჩს აგებ.
მეტოქეს მომენტები თითქმის არ შევაქმნევინეთ და პირიქით, ეპიზოდები გამოვიყენეთ. სხვა მატჩებში მეტოქეს გაცილებით მეტი შანსი მივეცით, ვიდრე დღეს.
კარგია, როდესაც ხუთი წუთის შემდეგ არ აგებ, რადგან ამ შემთხვევაში თამაშის გახსნა გიწევს. ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც მინდოდა.
ისაკის გოლი მნიშვნელოვანი მოვლენაა" - ამბობს არნე სლოტი.
გიორგი მამარდაშვილის გუნდი 13 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს და შემდეგი მატჩი 3 დეკემბერს, სანდერლენდთან უნდა გამართოს.