Belive

ანორთოსისი და ქართველები გრძელდება? - ქეცბაიას გუნდში ნაკრების მეკარე სურს

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და შემდეგში მთავარი მწვრთნელი ანორთოსისში მესამედ დაბრუნების შემდეგ ქართველი ფეხბურთელების დამატებას კვლავ გეგმავს.

როგორც კვიპროსული მედია საუბრობს, 57 წლის სპეციალისტს გუნდში საქართველოს ნაკრების მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის დამატება სურს.

24sports-ის ინფორმაციით, ფამაგუსტას ანორთოსისის ხელმძღვანელობა გუნდის გაუმჯობესებული შედეგებით კმაყოფილია და კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ტრანსფერების განხორციელებას აპირებს.

გუნდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მეკარის პოზიციის გაძლიერებაა. რამდენიმე კანდიდატს შორის 26 წლის ქართველი მეკარეც განიხილება, რომელიც 2025 წლის ზაფხულში სალონიკის პაოკში გადაბარგდა, მაგრამ სათამაშო დრო მხოლოდ თასის მატჩში მიიღო.

ანორთოსისმა ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეიქმნა და კვიპროსის ჩემპიონატში რთული მდგომარეობიდან გამოვიდა. 12 ტურის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით ქეცბაიას გუნდი სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს და შემდეგი მატჩი 7 დეკემბერს, აპოლონთან, სტუმრად უნდა გამართოს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები