Belive

ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი რუმინეთის სუპერ ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

საჩემპიონო ჯგუფის მე-5 ტურში, უნივერსიტატ კრაიოვამ რაპიდ ბუქარესტს (1:0) აჯობა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. გამარჯვებაში საგოლე პასით მონაწილეობა 25 წლის ქართველმა მიიღო.

ქართველი ფეხბურთელი სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ორ თანაგუნდელთან ერთად მოხვდა.

უნივერსიტატ კრაიოვა უნივერსიტატ კლუჟთან ერთად ჩემპიონატს ლიდერობს, წინ კი კიდევ 5 ტურია დარჩენილი.

ანზორ მექვაბიშვილს ამ სეზონში 44 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები