"წასვლა არ განიხილება" - ზურიკო დავითაშვილი მინიმუმ ზამთრამდე ლიგა 2-ში ითამაშებს
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი უდიდესი ალბათობით, ახალ სეზონშიც სენტ-ეტიენში ითამაშებს. 25 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ topmercato წერს, რომ სულ მცირე ზამთრამდე ის ლიგა 2-ში ითამაშებს.
"ქართველი შემტევის წასვლა ამჟამად არ განიხილება. დაინტერესებული კლუბები (ატალანტა და ოლიმპიაკოსი) სხვა მოთამაშეებით დაკმაყოფილდნენ, ამიტომ დავითაშვილი გუნდში, სულ მცირე, ზამთრამდე დარჩება", - წერს topmercato.
ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენის შემადგენლობაში ორ სეზონში 70 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი 13 საგოლე პასი გაკეთებული. ახალ სეზონში, ლიგა 2-ის სამ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა ერთხელ თავით გოლის გამოჩენაც მოახერხა.