Belive

ანტირეკორდი: აიაქსმა არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ამსტერდამის "აიაქსმა" 2023/24 წლების სეზონის ძალიან ცუდი სათამაშო ფორმა უკვე ისტორიულ ანტირეკორდში ასახა.

"აიაქსს" ყველა ტურნირზე ჩატარებული გასული 9 მატჩიდან არცერთი მოუგია - 6 წაგება და 3 ფრე. ეს გუნდის ისტორიაში მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების ჩემპიონატის პროფესიონალური ლიგა არსებობს (1954), ყველაზე ცუდი შედეგია. ასეთი რამ, ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვან გუნდს არასდროს დამართნია.

ამჟამად, "აიაქსი" ევროპა ლიგის B ჯგუფში 3 ტურის შემდეგ დაგროვებული 2 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, ხოლო ერედივიზიონში გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზეა განთავსებული.

რაც შეეხება "აიაქსის" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, მას მხოლოდ სამ შეხვედრაში მიეცა თამაშის შესაძლებლობა და აქედან ერთადერთში აღმოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები