Belive

ამირან გოგოლაძემ ლუკაშ სივიეცი დაამარცხა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, OKTAGON47-ის ივენთზე, ქართველმა მებრძოლმა, ამირან გოგოლაძემ, პოლონელი მეტოქე, ლუკაშ სივიეცი დაამარცხა.

ბრძოლა გოგოლაძის დომინაციით წარიმართა და მსაჯებმა სამივე რაუნდში გამარჯვება სწორედ მას მიანიჭეს.

ამირანმა დღევანდელ მოგებით კარიერაში მე-16 გამარჯვება გაიფორმა (3 მარცხი), ლუკაშ სივიეცმა კი მესამე მარცხი იწვნია (9 მოგება).

OKTAGON MMA-ის ივენთზე გოგოლაძემ ბოლოს 2023 წლის 5 მაისს იჩხუბა და ბრიტანელ ლაიამ ეტებართან იმარჯვა.

სხვა სტატიები