Belive

ამირან გოგოლაძე OKTAGON MMA-ის ქვესაშუალო წონის რეიტინგში დაწინაურდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

OKTAGON MMA-ის ქართველი მებრძოლი - ამირან გოგოლაძე, ქვესაშუალო წონის რეიტინგში დაწინაურდა. OKTAGON MMA-ის ეგიდით, დროის მცირე მონაკვეთში მოპოვებული ორი გამარჯვების შედეგად, "ქართველი სნაიპერი" რეიტინგში მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგოლაძე სატიტულო ბრძოლას უახლოვდება.

ქვესაშუალო წონის რეიტინგის ლიდერი დავიდ კოზმაა, მეორე ადგილზე კი ლეანდრო სილვა იმყოფება. მესამე ნომრად ალექს ლოჰორე გვევლინება. მე-4 პოზიციას ბოიან ველიჩკოვიჩი იკავებს, ხოლო ხუთეულს იონ სურდუ ასრულებს, რომელთანაც გოგოლაძეს მაისში უნდა ებრძოლა, თუმცა, სურდუ ბრძოლას ჩაეხსნა.

ამირან გოგოლაძის უკანასკნელი მსხვერპლი პოლონელი ლუკაშ სივიეცი აღმოჩნდა. ბრძოლა გოგოლაძის დომინაციით წარიმართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სამივე რაუნდის გამარჯვებულად, "ქართველი სნაიპერი" დასახელდა.

ამირანმა სივიეცთან მოგებით კარიერაში მე-16 გამარჯვება გაიფორმა (3 მარცხი).

სხვა სტატიები