Belive

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: დღე I - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ

1 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი 25 აპრილს აიღებს სტარტს და 28 აპრილის ჩათვლით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

პირველი საშეჯიბრო დღე კი 25 აპრილს აიღებს სტარტს, სადაც ტატამზე 3 ქართველ ფალავანს ვიხილავთ.

66 კგ

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2016 წლის ევროპის ჩემპიონი - ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.

30 წლის ქართველი ფალავანი C ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ხორვატ - დანი კლასარსა და ავსტრიელ - მარკუს აუერს შორის გამარჯვებული იქნება.

ვაჟა მარგველაშვილი C ბადის ლიდერია და ექსპერტების აზრით, მას ნახევარფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე დაიცავენ.

ეთერ ლიპარტელიანი A ბადეშია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც იტალიელ - ტაუვანი დავიდ კაპანი დიასს დაუპირისპირდება.

იტალიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე, ნეიტრაულური დროშის ქვეშ მოასპარეზე - ქსენია კალიცკაიასა და ფრანგ - ფაიზა მოკდარს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, 19 წლის ქართველი ფალავანი C ბადეშია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მას ესპანელი მეტოქე - მარტა გარსია მარტინი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნინო ლოლაძე ურთულეს ბადეშია მოხვედრილი.

წინასაწერი შეხვედრები თბილისის დროით 10:15, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები