ზუგდიდში betlive Master League Festival-ი ჩატარდება
20 ივნისიდან სამოყვარულო ფეხბურთის ტურნირი, betlive Master League Festival მიმდინარეობს. ფესტივალი სიღნაღში დაიწყო და ჯამში, საქართველოს 8 ქალაქში ჩატარდება.
betlive Master League Festival-ის ფარგლებში, 3 ქალაქში - სიღნაღში, თელავსა და ფოთში ჩემპიონი უკვე გამოვლინდა. გამარჯვებულებს 2000 ლარი, მეორეადგილოსნებს 1300 ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებს 700 ლარი ერგოთ. ასევე, ტარდება FC 25-ის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც საჩუქრად PS 5 გადაეცემა. გარდა გამარჯვებულისა ჯილდოვდება მეორეადგილოსანიც, რომელსაც Marshall-ის დინამიკები ერგება.
betlive Master League Festival-ის შემდეგი ლოკაცია ზუგდიდია. 18-19-20 ივლისს ფესტივალი ზუგდიდში გაიმართება, სადაც betlive-სგან გულშემატკივრები საჩუქრებს ასევე მიიღებენ.
betlive Master League Festival-ის შემდეგი ლოკაციები
18-19-20 ივლისი
betlive Master League Festivals - ზუგდიდი
1-2-3 აგვისტო
betlive Master League Festivals - ონი
15-16-17 აგვისტო
betlive Master League Festivals - მესტია
19-20-21 სექტემბერი
betlive Master League Festivals - სამტრედია
26-27-28 სექტემბერი
betlive Master League Festivals - ქუთაისი