ფოთში betlive Master League Festival-ი ჩატარდა
20 ივნისს სამოყვარულო ფეხბურთის ტურნირმა, betlive Master League Festival-მა აიღო სტარტი და ჯამში, სეზონის განმავლობაში საქართველოს 8 ქალაქში ჩატარდება.
betlive Master League Festival-ის ფარგლებში, 3 ქალაქში - სიღნაღში, თელავსა და ფოთში ჩემპიონი უკვე გამოვლინდა. გამარჯვებულებს 2000 ლარი, მეორეადგილოსნებს 1300 ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებს 700 ლარი ერგოთ.
აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებული ფესტივალების შემდეგ, betlive Master League Festival-მა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა. 4-5-6 ივლისს, ტურნირს ფოთმა უმასპინძლა. შავიზღვისპირეთის უმშვენიერეს ქალაქში, ბრწყინვალე საფეხბურთო გარემო შეიქმნა და ტურნირში ადგილობრივმა გუნდმა, „ჭალემ“ იზეიმა ჩემპიონობა. ასევე, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა FC 25-ის ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც გუგა მახარაძე გახდა. გუგას საჩუქრად PS 5 გადაეცა. გარდა გამარჯვებულისა დაჯილდოვდა მეორეადგილოსანიც, რომელსაც Marshall-ის დინამიკები ერგო.
18-20 ივლისს, მომდევნო ფესტივალი ზუგდიდში გაიმართება, სადაც ადგილზე მისულ გულშემატკივრებს betlive-სგან არაერთი საინტერესო აქტივობა და საჩქარი ელოდებათ.
betlive Master League Festival-ის შემდეგი ლოკაციები
18-19-20 ივლისი
betlive Master League Festivals - ზუგდიდი
1-2-3 აგვისტო
betlive Master League Festivals - ონი
15-16-17 აგვისტო
betlive Master League Festivals - მესტია
19-20-21 სექტემბერი
betlive Master League Festivals - სამტრედია
26-27-28 სექტემბერი
betlive Master League Festivals - ქუთაისი