Belive

ზუგდიდში betlive Master League Festival-ი ჩატარდა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

20 ივნისს სამოყვარულო ფეხბურთის ტურნირი betlive Master League Festival-ი დაიწყო, რომელიც სეზონის განმავლობაში საქართველოს 8 ქალაქში ჩატარდება.

betlive Master League Festival-ის ფარგლებში, 4 ქალაქში - სიღნაღში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში ჩემპიონი უკვე გამოვლინდა. გამარჯვებულებს 2000 ლარი, მეორეადგილოსნებს 1300 ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებს 700 ლარი ერგოთ.

აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებული ფესტივალების შემდეგ, betlive Master League Festival-მა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა. 18-19-20 ივლისს, ტურნირს ზუგდიდმა უმასპინძლა. სამეგრელოს უმშვენიერეს ქალაქში, რუხის საფეხბურთო ცენტრში, ბრწყინვალე საფეხბურთო გარემო შეიქმნა და ტურნირში "ჭყონდიდმა" იზეიმა ჩემპიონობა. "ჭყონდიდმა" ფინალში "ჭოღა" დაამარცხა. ასევე, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა FC 25-ის ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც რამაზ გაბუნია გახდა. გამარჯვებულს საჩუქრად PS 5 გადაეცა. ასევე, დაჯილდოვდა მეორეადგილოსანიც, რომელსაც Marshall-ის დინამიკები ერგო.

betlive Master League Festival-ის შემდეგი აქტივობები ონში, მესტიაში, სამტრედიასა და ქუთაისში ჩატარდება.