Belive

ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ისრაელ ადესანია ოქტაგონზე ბრუნდება

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის ორგზის ყოფილი ჩემპიონი, ისრაელ ადესანია, ერთ წელზე მეტი შესვენების შემდეგ, პირველად დაუბრუნდება ბრძოლას. ის 28 მარტს, სიეტლში, ჯო პაიფერს დაუპირისპირდება.

ნიგერიაში დაბადებული ახალზელანდიელი ადესანია, გასული წლის თებერვალში, ფრანგ ნასურდინ იმავოვთან ნოკაუტით დამარცხდა და ამის შემდეგ აღარ უბრძოლია. 36 წლის მებრძოლს, რომელსაც UFC-ის საშუალო წონაში, 8 სატიტულო ბრძოლა აქვს მოგებული (მეორე ადგილზეა ანდერსონ სილვას (11) შემდეგ) - 2023 წელს, ალექს პერეირას დამარცხების შემდეგ, არ მოუგია.

ადესანია, 2020-2022 წლებში, საშუალო წონაში დომინირებდა, მან ხუთჯერ დაიცვა ტიტული, თუმცა ახლა, ამერიკელ პაიფერთან დამარცხება, კითხვებს გააჩენს მისი სამომავლო კარიერის შესახებ.

29 წლის პაიფერი, UFC-ის საშუალო წონაში, რეიტინგში მე-15 ადგილზეა და ორგანიზაციაში შვიდი ბრძოლიდან ექვსი მოიგო.

სხვა სტატიები