Belive

"ძმაო, ჩხუბი აღარ გჭირდება" - დემეტრიუს ჯონსონი ადესანიას

11 საათის წინ სხვა
1 წთ

დემეტრიუს ჯონსონი ისრაელ ადესანიას კარიერის დასრულებას ურჩევს. Mighty Mouse ამბობს, რომ Izzy-ს ჩხუბი აღარ სჭირდება.

ძმაო, ჩხუბი აღარ გჭირდება. ადესანიას ადგილას რომ ვიყო, კარიერას დავასრულებდი. ჩემი აზრით, მან ყველაფერი გააკეთა, აღარაფერი დარჩა.

ეს ბიჭი მწვერვალზე იყო. ახლა იმსახურებს, რომ დაისვენოს, ცხოვრებით ისიამოვნოს და რაიმე სხვა გამონახოს. - ამბობს DJ

შეგახსენებთ, რომ ისრაელ ადესანიამ ზედიზედ მეოთხე ჩხუბი წააგო. სიეტლში გამართულ ღონისძიებაზე Izzy ჯო პაიფერთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ადესანიას უკვე სამი წელია არ მოუგია.

სხვა სტატიები