Belive

UFC Freedom 250 | დაძაბულობა პიკს აღწევს - თოფურიამ გეიჯის ხელი ჰკრა

16 საათის წინ სხვა
1 წთ

2026 წლის ყველაზე გამორჩეულ ივენთამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. UFC Freedom 250-ს ყველა მოუთმენლად ელის, MMA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის კი ეს ღონისძიება იმ გარემოებითაცაა საინტერესო, რომ ილია თოფურია ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერია.

თეთრ სახლში სცენა უკვე მოწყობილია და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო სასახლემ უდიდეს ღონისძიებას უმასპინძლოს - მანამდე კი მებრძოლებმა პრესკონფერენცია და საჩვენებელი პირისპირ დგომი გამართეს, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ დაძაბულობა პიკს აღწევს... ილია თოფურია მეტოქეს დაპირდა, რომ პირველივე რაუნდში დააფინიშებს, შემდეგ კი ხელი ჰკრა.

მე ის გავაფრთხილე, რომ ახლოს არ მოსულიყო, მან კი მიპასუხა: რას იზამ, დამარტყამ?

გეიჯი გალიაში ჩემს წინააღმდეგ მარტო იქნება. მის თვალებში სინათლეს პირველივე რაუნდში ჩავაქრობ. ის მსოფლიო ჩემპიონიც კი არაა და ამბობს, რომ საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს - როგორაა საუკეთესო, როდესაც არაფერი მოუგია?! საუკეთესო ჩემი მწვრთნელია - ჯერ ერთი წონის ჩემპიონი გავხდი, შემდეგ კი ზედა წონაში ავედი და იქაც გავიმარჯვე. - ილია თოფურია.

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ის ღონისძიება 15 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება. ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა თბილისის დროით დაახლოებით 07:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები