Belive

„ყველას მარტივად ვჯობნი“ - მაკგრეგორმა კანელოს ბრძოლის შედეგები გააკრიტიკა

1 საათის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორს სურს, UFC-ში თავისი უკანაკსნელი ბრძოლა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სარფიან შოუდ აქციოს. ირლანდიელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ სათანადო პოპულარიზაციის შემთხვევაში საკუთარი სარეკორდო მაჩვენებლების გაუმჯობესებას კვლავ შეძლებს.

მაკგრეგორის სამიზნე ამჯერად „კანელო“ ალვარესი გახდა. მექსიკელმა მოკრივემ ერ-რიადში კრისტიან მბილი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBC-ის სუპერსაშუალო წონის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. თუმცა, UFC-ის ყოფილმა ორგზის ჩემპიონმა აღნიშნული ღონისძიების მაყურებელთა რაოდენობა, დარბაზის დასწრება და ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დაიწუნა.

„კანელოს ბრძოლას რამდენმა ადამიანმა უყურა? რა შემოსავალი მიიღეს ბილეთებიდან? ხალხო, გაყიდვებში აბსოლუტურად ყველას ვჯობნი, თანაც ძალიან მარტივად. თითქმის არაფერს ვაკეთებ და მაინც ასეთ შედეგებს ვდებ. მომდევნო ბრძოლისთვის, რომელიც ბოლო იქნება, რეალურად ვეცდები პიარზე მუშაობას და საკუთარ რეკორდებს კიდევ ერთხელ გავაუმჯობესებ“ - კონორ მაკგრეგორი

37 წლის სპორტსმენი შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში ყველაზე გრანდიოზულ კომერციულ ფიგურად რჩება. იგი ოქტაგონს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში, მაქს ჰოლოუეისთან წინააღმდეგ დაუბრუნდა. თუმცა, ორთაბრძოლა დრამატულად წარიმართა და ირლანდიელმა საწყისი დარტყმისას მუხლი დააზიანა, შესაბამისად 69 წამში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ახლა ირლანდიელი ტრავმის მოშუშებას ელოდება და ოქტაგონზე გამოსვლას რამდენიმე თვეში გეგმავს. სწორედ ეს ბრძოლა იქნება მისი მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული უკანასკნელი შოუ UFC-ში, სადაც იგი კიდევ ერთი სარეკორდო შემოსავლის მიღებას აპირებს.

სხვა სტატიები