"იანისთვის GOAT-ის სტატუსის მინიჭება ჯერ ძალიან ადრეა" - ჰენრი სეხუდო
ჰენრი სეხუდო მედიაში გავრცელებულ იმ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პიოტრ იანი სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად მოიხსენიება. Triple C-ის მიაჩნია, რომ მსგავსი შეფასებები აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და იანისთვის ამ სტატუსის მინიჭება ძალიან ადრე.
პიოტრმა მერაბი ახლახან დაამარცხა და ყველა იმაზე საუბრობს, რომ მხოლოდ ერთი სატიტულო დაცვით, ის ყველა დროის საუკეთესოა. სუპერმსუბუქ წონაში ჩვენ გვყავს დომინიკ კრუზი, ალჯამაინ სტერლინგი, რომელმაც პიოტრი ორჯერ დაამარცხა, თიჯეი დილაშოუ. სატიტულო დაცვებით ბევრი მებრძოლი გვყავს და ჯერ იანისთვის ამ სტატუსის მინიჭება ძალიან ადრეა. - ჰენრი სეხუდო
🤔Henry Cejudo says Petr Yan is NOT the BW GOAT yet, he doesn’t have enough title defences
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) October 29, 2026
“Petr Yan just defeated Merab, and now everybody's saying that with 1 title defense, he's the greatest bantamweight of all time.
I mean, we have Dominick Cruz, we have Aljamain Sterling… pic.twitter.com/0MuReIWhqX
შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში სატიტულო დაცვების მხრივ რეკორდი დომინიკ კრუზს, ალჯამეინ სტერლინგსა და თიჯეი დილაშოუს ეკუთვნით. სხვათაშორის ტიტულის დაცვის მაჩვენებელი მერაბ დვალიშვილსაც საკმაოდ მაღალი აქვს - 3.