Belive

"სონგ იადონგს მერაბის დამარცხება შეუძლია" - შონ ო'მალი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალი თვლის, რომ სონგ იადონგს მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია. მისი აზრით, ჩინელი უფრო სწრაფი, ფეთქებადი და ძლიერიცაა. გარდა ამისა, იადონგს ისიც დაეხმარება, რომ ის მერაბის სიმაღლეა და მიწაზე გადაყვანა არ გაუადვილდება.

მერაბი მაგარი ბიჭია, მაგრამ სონგ იადონგს მისი დამარცხება შეუძლია. ის იგივე ზომისაა. ეს პატარა ბიჭი ძალიან ფეთქებადია, მისი მიწაზე გადაყვანა რთულია, ძლიერადაც ურტყამს. სონგი და მერაბის ბრძოლა შემდეგია და ვფიქრობ იადონგი მოიგებს. - შონ ო'მალი

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლაში დამარცხდა და ქამრის დაბრუნება ვერ შეძლო.

ო'მალი თვლის, რომ იანის გამარჯვებამ სატიტულო ჩხუბი გაუნაღდა და შემდეგი სწორედ ისაა. მისი აზრით, მერაბს 1-2 ბრძოლის მოგება დასჭირდება, რომ ტიტულზე კვლავ იჩხუბოს.

სხვა სტატიები