Belive

PARAMOUNT-ის ერა ოქტაგონზე: UFC-ის 2026 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლები

21 საათის წინ სხვა
3 წთ

UFC შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე გამორჩეული და პრესტიჟული ორგანიზაციაა, მიუხედავად ამისა, მას მაინც მუდმივად აკრიტიკებენ მებრძოლების დაბალი ანაზღაურების გამო. სწორედ ამ ფაქტორმა აიძულა არაერთი ვარსკვლავი, ბედი კრივში ან ალტერნატიულ პრომოუშენებში ეცადა, სადაც გაცილებით დიდი ჰონორარები იწერება. Paramount-თან გაფორმებული 7.7-მილიარდიანი გრანდიოზული გარიგების შემდეგ, ბევრი ელოდა, რომ UFC-ის მებრძლების შემოსავლებიც მკვეთრად გაიზრდებოდა. 

GiveMeSport-ის მიერ გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით, ცნობილია, რამდენი გამოიმუშავეს UFC-ის წამყვანმა მებრძოლებმა 2026 წელს. თანხები მოიცავს ბრძოლებისთვის მიღებულ ანაზღაურებასა და შესაძლო ბონუსებს.

სიის სათავეში, რა თქმა უნდა, კონორ მაკგრეგორია, ირლანდიელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სპორტის ამ სახეობაში ფინანსური რეკორდები ისევ მის ხელშია. თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ირლანდიელს ოქტაგონში სულ რაღაც ერთ წუთზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა 32 მილიონი დოლარის გამოსამუშავებლად. ირლანდიელი ტრავმის გამო დამარცხა. კონორთან ჩხუბით სოლიდური თანხა გამოიმუშავა მაქს ჰოლოუეიმ. თვის დასაწყისში ჩარლზ ოლივეირასთან წაგების შემდეგ, ჰავაელმა კონორთან გამარჯვებით წლის ჯამური შემოსავალი 7.142 მილიონ დოლარამდე გაზარდა და სიის მესამე ადგილზე მოექცა. მებრძოლთა რეიტინგის მეორე პოზიციას ჯასტინ გეიჯი იკავებს, თოფურიასთან ორთაბრძოლამ გეიჯის 800,000 დოლარზე მეტი მხოლოდ ბონუსების სახით მოუტანა.

ფინანსურად წარმატებული, თუმცა სპორტულად დრამატული წელი ჰქონდა ალექს პერეირას. ბრაზილიელი რეკორდის დამყარებასა და სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობას უმიზნებდა, თუმცა სირილ განის სისწრაფემ და სიზუსტემ "პოატანს" გეგმები ჩაუშალა. მიუხედავად იმისა, რომ პერეირა წელს ოქტაგონს სავარაუდოდ ვერ დაუბრუნდება, მან წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მებრძოლთა ოთხეულში მაინც დაიმკვიდრა ადგილი.

სიის მეხუთე პოზიციაზე ისლამ მახაჩევია, რომელმაც ქვესაშუალო წონაში სადებიუტო ქამარი იან გარისთან დაძაბულ ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაიცვა. ამ გამარჯვებით ისლამმა UFC-ში ზედიზედ 17-ე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ანდერსონ სილვას ლეგენდარული რეკორდი მოხსნა. 3-მილიონიანი ზღვარი პირველად გადალახა ხამზატ ჩიმაევმაც, თუმცა სტივენ სტრაიკლენდთან მარცხისა შემდეგ, სავარაუდოა, რომ იგი წონით კატეგორიას შეიცვლის.

რაც შეეხება სიის ქვედა ნაწილს, პედი პიმბლეტმა ორ ბრძოლაში 3.382 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გეიჯისთან დროებით ტიტულზე განცდილი მარცხის შემდეგ, ბრიტანელმა რეაბილიტაცია ბენუა სენ-დენის პირველსავე რაუნდში დამარცხებით შეძლო. თავის მხრივ, სტაბილურობას ინარჩუნებს 37 წლის ალექსანდრ ვოლკანოვსკიც, ლოპესისა და მოვსარ ევლოევის ეფექტური დამარცხებით ავსტრალიელმა დაამტკიცა, რომ ამ სპორტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.



2026 წლის შედეგები გვიჩვენებს, რომ UFC-ში დიდი ფული კვლავ გრანდიოზულ სახელებსა და გასართობ შოუებზე გადის. Paramount-ის ეპოქამ სპორტსმენებს ფინანსური ზრდის ახალი პერსპექტივები გაუხსნა, თუმცა რეალური დივიდენდები ჯერ კიდევ მათ ხელშია, ვისაც ოქტაგონზე უმაღლესი დონის დრამისა და ინტრიგის შექმნა შეუძლია. 

სხვა სტატიები