Belive

UFC 333: აწონვების ცერემონიალი ჩატარდა - წონა მხოლოდ ერთმა მებრძოლმა ვერ ჩააბარა

3 საათის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მოვსარ ევლოევი, პეტრ იანი და მერაბ დვალიშვილი UFC 333-ზე საბრძოლველად სრულ მზადყოფნაში არიან.

სატიტულო ჩხუბების ოთხივე მონაწილემ აბუ-დაბის შაბათის ღონისძიებისთვის წონა წარმატებით ჩააბარა. მთავარი ბრძოლის მონაწილე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამრის დასაცავად სასწორზე 144.5 ფუნტი (66.54 კილო) დააფიქსირა, ხოლო მისმა დაუმარცხებელმა მეტოქემ, მოვსარ ევლოევმა - 145 ფუნტი (65.77 კილო). რაც შეეხება თანამთავარ მოვლენას: პეტრ იანმა და მერაბ დვალიშვილმა, რომლებიც სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ტრილოგიისთვის ემზადებიან, ორივემ ზუსტად 135 ფუნტი (61.23 კილო) დაფიქსირა.

სამწუხაროდ, ტურნირმა დანაკარგის გარეშე ვერ ჩაიარა. ივენთის პირველივე ჩხუბის მონაწილე ნიკოლ კალიარიმ მინიმალურ წონით კატეგორიაში ლიმიტი საგრძნობლად დაარღვია და არასატიტულო ბრძოლისთვის განკუთვნილი 1-ფუნტიანი (0.45 კილო) ცდომილების მიუხედავად 120.5 ფუნტი დააფიქსირა, რაც დაშვებულზე 4.5 ფუნტით (2 კილო) მეტია. შედეგად, მისი შეხვედრა იასმინ ლუსინდოსთან (115 ფუნტი) შუალედურ წონაში გაიმართება, ხოლო კალიარის, წონის ასეთი სერიოზული დარღვევის გამო, ჰონორარის 30 პროცენტი ჩამოეჭრება.

აწონვების დანარჩენმა ნაწილმა მშვიდად ჩაიარა, პარასკევ დილით სასწორზე ასულმა 27-ვე მებრძოლმა ლიმიტი უპრობლემოდ ჩააბარა.

სხვა სტატიები