Belive

"ბრძოლამდე ასეთი ოპერაციის გაკეთება ყველაფერს ცვლის" - ო'მალი იანზე

2 დღის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ პიოტრ იანის ოპერაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მერაბთან ბრძოლაში ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას. "შუგამ" საკუთარი მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ "მანქანასთან" ბრძოლამდე ოპერაცია არ უნდა გაეკეთებინა. ყოფილი ჩემპიონი ამ დაპირისპირებაში ფავორიტად იანს მიიჩნევდა, მაგრამ გაკეთებულმა ოპერაციამ შესაძლოა პროგნოზი შეუცვალოს.

ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ოპერაცია გავიკეთე და მერაბს ისევ ვეჩხუბე. რა დროსაც თვითონ უმართან გამარჯვების შემდეგ, სულ რაღაც 6-7 თვე იყო გასული.

სასურველი ფორმისგან იმაზე შორს ვიყავი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის კი მეტისმეტად თავდაჯერებული იყო... ამ ოპერაციებს რეაბილიტაციისთვის 5 თვე სჭირდება.

ამ ფაქტმა ბრძოლაზე ჩემი წარმოდგენა სრულიად შეცვალა. მეგონა, პიოტრი შევიდოდა და დომინანტი იქნებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბრძოლამდე ასეთი ოპერაცია გაიკეთა, ყველაფერს ცვლის. - შონ ო'მალი

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს ტრილოგია საღამოს თანამთავარი დაპირისპირება იქნება და გამარჯვებული სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაიმსახურებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში იანმა დვალიშვილი დაამარცხა და "მანქანას" რევანშის ასაღებად კარგი შანსი აქვს.

სხვა სტატიები