Belive

„თავი მასზე უკეთეს მებრძოლად მიმაჩნია“ - დვალიშვილი იანთან ტრილოგიისთვის ემზადება

22 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას 24 ოქტომბერს, აბუ დაბიში გასამართ UFC 333-ზე შეეცდება. ქართველი „მანქანა“ პიოტრ იანთან საჩემპიონო ტრილოგიისთვის ემზადება.

მერაბის თქმით, განვლილი მარცხის შემდეგ მან მოსამზადებელ ეტაპს სრულიად განსხვავებული და უფრო გონივრული კუთხით შეხედა, ახლა კი ბრძოლას საუკეთესო კონდიციაში ხვდება:

„ახლა ძალიან მოტივირებული ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და დასვენებულიც ვარ. მაშინაც კი, როცა უმძიმესი გრაფიკი მქონდა, არასდროს მიწუწუნებია. მებრძოლი ვარ და რა პრობლემაც არ უნდა მაწუხებდეს, ოქტაგონზე მაინც გავდივარ“ - მერაბ დვალიშვილი

დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება უკვე სერიოზულ ისტორიას ითვლის. 2023 წელს, მათი პირველი შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა, ქართველმა მეტოქე შთამბეჭდავი დომინაციით დაამარცხა, გასულ წელს კი უპირატესობა უკვე რუსმა სპორტსმენმა მოიპოვა.

„უკვე მესამედ ვხვდებით. პირველ ბრძოლაში აშკარა უპირატესობა მქონდა და გავიმარჯვე, მეორე შეხვედრაც ცალმხრივი გამოდგა, თუმცა ამჯერად იანის სასარგებლოდ. ახლა მჯერა, რომ გავიმარჯვებ, რადგან საკუთარ თავს მასზე უკეთეს მებრძოლად მივიჩნევ და ეს უბრალოდ რინგზე უნდა დავამტკიცო.

ყოველთვის ბევრს ვშრომობდი, თუმცა ამჯერად უფრო ჭკვიანურად და გონივრულად ვივარჯიშე. ახლა მხოლოდ ის დამრჩენია, რომ ოქტაგონზე გავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო“ - მერაბ დვალიშვილი

სხვა სტატიები