"იმ ბოთლს, რომელიც ილიას ვესროლე დღემდე ვინახავ" - პადი პიმბლეტი
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტმა გაგვიმხილა, რომ იმ სადეზინფექციო ხნარის ბოთლს, რომელიც ილიას ესროლა, დღემდე ინახავს. ინგლისელი თვლის, რომ ერთ დღეს მათი გზები გადაიკვეთება და პრესკონფერენციაზე ამ ბოთლის გამოჩენა ძალიან სახალისო იქნება.
იმედი მაქვს ილია შემდეგი იქნება. მე ის მძულს. ჩემთან შექმნილი დაძაბულობის შემდეგ, ხელი წაკრეს. მას შემდეგ რეიტინგში ძალიან სწრაფად აიწია. იქამდე არაცინ იცოდა ვინ იყო. იმ ხელის სადეზინფექციო ხსნარის ბოთლს კვლავ ვინახავ, რომელიც მას ვესროლე. ოდესმე თუ მასთან ვიჩხუბებ და პრესკონფერენცია გვექნება, ის ბოთლიც ჩემთან ერთად მაგიდაზე იქნება. სასაცილო
გამოვა.
მან სატიტულო ბრძოლა ჯოშ ემეტთან გამარჯვების შემდეგ მოიგო, რომელიც თითქმის 48 წლისაა. შემდეგ ვოლკი დაამარცხა, რომელიც სამი თვით ადრე ნოკაუტში იყო. მაქსს, რომელსაც ბრძოლას 70 კილოში ახალი ჩატარებული ჰქონდა.
Ultimate Fighter-ის იდეა ხალხს მოეწონა, მაგრამ ვფიქრობ ამას არ გააკეთებს. იცის, რომ მის თავში ზედმეტად შევძვრები. - პადი პიმბლეტი
Paddy Pimblett reveals he kept the hand sanitizer bottle he threw at Ilia Topuria’s head 😂
— Happy Punch (@HappyPunch) October 29, 2026
“When I have a press conference with him, that will be coming with me.”
(via @jeremypiven) pic.twitter.com/ZdjjMWPbAj
ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტს შორის უთანხმოება უკვე წლებს ითვლის. ინგლისელმა საქართველოზე არასასიამოვნო განცხადება გაავრცელა, რაც ილიამ არ აპატია და ლონდონში გასამართ ღონისძიებამდე ამაზე პასუხი მოსთხოვა. მებრძოლებს შორის სიტუაცია დაიძაბა და საქმე შეხლა-შემოხლამდეც მივიდა.