Belive

"ჩემთვის ილიაც და პადიც ერთ დონეზე არიან" - არმან ცარუკიანი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ელენ ისთან ინტერვიუში არმან ცარუკიანი საჩემპიონო გეგმებზე საუბრობს. თუ ჯასტინ გეიჯი სატიტულო ბრძოლაზე უარს იტყვის, ცარუკიანი მზადაა, დროებითი ქამრისთვის ილია თოფურიას, პადი პიმბლეტის, ჩარლზ ოლივეირასა და დიეგო ლოპესს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდეს. სომეხმა იქვე ისიც დაამატა, რომ არცერთი მებრძოლი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ნოემბრის ბოლოს მეტყვიან თუ რას გადაწყვეტს გეიჯი. თუ გეიჯი უარზე იქნება, დროებითი ქამრისთვის პადის, ილიას ან ოლივეირასა და ლოპესს შორის გამარჯვებულს შევხვდები.

ილიაც და პადიც ერთ დონეზე არიან. ჩემთვის რთული ოპონენტი არცერთი იქნება. - ამბობს ცარუკიანი

მსუბუქ წონაში ძალიან არეული სიტუაციაა. ჩემპიონი გეიჯი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის სურს თუ არა კარიერის გაგრძელება. ცარუკიანმა, რომელიც დიდი ხანია სატიტულო ბრძოლას ითხოვს, მაურისიო რუფი პირველივე რაუნდში გათიშა. ყოფილი ჩემპიონი და ახლა უკვე წონის პირველი ნომერი ილია თოფურია გეიჯის დათმობას არავისთვის აპირებს. საქმეშია პადი პიმბლეტიც, რომელმაც გეიჯისთან მარცხის შემდეგ არაჩვეულებრივი გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები