Belive

"ქამრის საქართველოში წამოღებას ვაპირებ" - ამირან გოგოლაძე

3 დღის წინ სხვა
1 წთ

31 ოქტომბერს ამირან გოგოლაძე OKTAGON MMA-ს საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ქართველის მეტოქე გერმანელი ფელიქს კლინკჰამერი იქნება. დაპირისპირება მიუნხენში მეტოქის სახლში გაიმართება, თუმცა, ეს ამირანისთვის დამატებითი მოტივაციაა.

31-ში, მიუნხენში ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნება. 15 000 მაყურებლის წინაშე ვიბრძოლებ და რა თქმა უნდა, ყველა ჩემს მეტოქეს უგულშემატკივრებს. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. სამწუხარო იქნება მათთვის, რადგან ყველას გულდაწყვეტილს გავუშვებ. ქამრის საქართველოში წამოღებას ვაპირებ.

ფელიქსი ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეა. მისდა სამწუხაროდ ჩემთან უწევს ბრძოლა და არ ვინერვიულებდი, რადგან მარცხი ერთ-ერთ საუკეთესო ქვესაშუალოწონოსანთან ექნება. - ამირან გოგოლაძე

ამირანის მეტოქე დაუმარცხებელია, 11 ჩატარებული ორთაბრძოლიდან გერმანელს არცერთი წაუგია. ასევე აღსანიშნავია, რომ საკმაოდ პრესტიჟული ორგანიზაციის Ares-ის ყოფილი ჩემპიონია.

სხვა სტატიები