Belive

"თუ გეიჯის არ უნდა ცარუკიანთან მე ვიჩხუბებ" - ალექს ვოლკანოვსკი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქ დივიზიონში ყველა დაამარცხა და ახლა ფაქტობრივად აღარავინ დარჩა. ავსტრალიელმა ყველა შესაძლო ოპონენტი გამოიარა და ახლა მის მსუბუქ წონაში ასვლასთან დაკავშირებით აზრები გაჩნდა. ამაზე უარს არც ვოლკანოვსკი ამბობს და ცარუკიანთან ჩხუბისთვისაც მზადაა.

მსუბუქ წონაში ჩემპიონი რომ ვიყო, არმანს აუცილებლად შევხვდებოდი, 100%-ით. თუ გეიჯი ამას არ აპირებს, მე გავაკეთებ. მე არმანის წინააღმდეგ მსუბუქი წონის ქამრისთვის - ეს ძალიან მომწონს. ყველამ იცის მოჭიდავეებთან რისი გაკეთება შემიძლია. მე მათ ვუმკლავდები. ვფიქრობ, არმანი UFC-ში ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავე და გრეპლერია, მაგრამ მიწაზე ვერ დამიჭერს. მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს, მაგრამ ფეხზე წამოვდგები და ვიჩხუბებთ. კარგი დამრტყმელიც არის, ასე რომ, სახალისო ბრძოლა გამოვა. ვფიქრობ, რაღაცების გარკვევას ვიწყებთ. - ამბობს ვოლკი

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე აბუ დაბიში ალექს ვოლკანოვსკიმ ქამარი წარმატებით დაიცვა. მან მოვსარ ევლოევი დაამარცხა და 20 ბრძოლის შემდეგ, კარიერაში პირველი წაგება აგემა.

სხვა სტატიები