Belive

"ამის ნახვა არავის უნდა“ - ომალი დვალიშვილთან რევანშზე საუბრობს

23 საათის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალის მერაბ დვალიშვილთან რევანში სურს, თუმცა აღიარებს, რომ ფანებს ეს ჩხუბი ნაკლებად აინტერესებთ. ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ქართველთან განცდილი მარცხის გამოსწორება მისი მთავარი მიზანია, რადგან დვალიშვილი ერთადერთი მებრძოლია, ვისთანაც კარიერაში წაუგია (ასე თავად ო'მალი თვლის).

ეს რევანში აუცილებლად უნდა ავიღო, მაგრამ თითქოს ახლა ამის ნახვა არავის სურს. მე კი მინდა. ის ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც წამიგია.
მერაბი ერთადერთი მარცხია ჩემს რეკორდში და ამის გამოსწორება ძალიან მინდა. - შონ ო'მალი

მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, იანის მომდევნო მეტოქედ და საჩემპიონო ქამრის მთავარ პრეტენდენტად სწორედ შონ ო'მალი მოიაზრება. ო'მალის ოქტაგონზე დაბრუნება, სავარაუდოდ, პირდაპირ იანთან სატიტულო დაპირისპირებით დაგვირგვინდება. რაც შეეხება მერაბს, მის პოტენციურ მეტოქედ სონგ იადონგი სახელდება.

სხვა სტატიები