Belive

"ილიას მარტივი ბრძოლა სჭირდება, მე შემახვედრეთ" - რენატო მოიკანუ

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს მედია დღეზე რენატო მიუკანუმ სახალისო განცხადება გაავრცელა. მან თქვა, რომ დიდი ხანი ბრძოლას აღარ აპირებს და მზადაა ილია თოფურიას შეხვდეს. როგორც უკვე კარგად ვიცით, ბრაზილიელს ფული ძალიან უყვარს და მუდამ "Money Fight"-ს ითხოვს. მოიკანუმ UFC-ს გამოსავალი შესთავაზა. რადგან ილიას დასაბრუნებლად მარტივი ბრძოლა სჭირდება, ბრაზილიელი მზადაა "მატადორს" თავად შეხვდეს.

მე 37 წლის ვარ, მალე 38-ის გავხდები. ბრძოლას 40 წლამდე ვაპირებ. ალბათ კონტრაქტს ამოვწურავ და მერე კარიერასაც დავასრულებ. შეიძლება ასე არც მოხდეს, არ ვიცი, მე UFC მიყვარს.

ეს აქამდეც მითქვამს. ვფიქრობ, ილია თოფურიას დასაბრუნებლად მარტივი ბრძოლა სჭირდება. ასე რომ, დავამარცხებ ტომ ნოლანს და ილიას წინააღმდეგ ჩამსვით. - რენატო მოიკანუ

რენატო მოიკანუს მომავალი მეტოქე ტომ ნოლანი იქნება, რომელსაც პირველ ნოემბერს გამთენიისას დაუპირისპირდება. ბრაზილიელი ამ ჩხუბში ფავორიტად მიიჩნევა და მშვენიერი შანსი აქვს მოგებათა სერია სამამდე გაზარდოს.

სხვა სტატიები