ვინ გახდნენ 'სპორტული ოსკარების' გამარჯვებულები?
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში Laureus World Sports Awards-ის (სპორტული ოსკარები) 26-ე ცერემონია ჩატარდა. მამაკაცთა და ქალთა კატეგორიაში, უმაღლესი ჯილდოები შვედმა ჭოკით მხტომელმა არმანდ დუპლანტისმა და ამერიკელმა მძლეოსანმა სიმონე ბაილსმა მიიღეს.
მამაკაცთა კატეგორიიდან ამოიღეს ჩოგბურთის იტალიელი ვარსკვლავი იანიკ სინერი - დოპინგის სკანდალის გამო. ნომინანტებს შორის იყვნენ ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი, ფრანგი მოცურავე ლეონ მარშანი, სლოვენიელი ველოსიპედისტი ტადეი პოგაკარი და F1-ის მსოფლიო ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი. წინა გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი სიაში ვერ მოხვდა. დუპლანტისისთვის ეს პირველი ჯილდოა ოსკარებზე.
სიმონე ბაილსმა ეს ჯილდო უკვე მეოთხედ მოიგო -2017, 2019 და 2020 წლებში, რითაც თანამემამულე ამერიკელ ჩოგბურთის ლეგენდის, სერენა უილიამსის რეკორდს გაუთანაბრდა.
წლის საუკეთესო გუნდის ჯილდო გადაეცა მადრიდის "რეალს", მან NBA-ს ჩემპიონ "ბოსტონ სელტიკსს", აშშ-ს კალათბურთის კაცთა ნაკრებს, "ბარსელონას" ქალთა საფეხბურთო გუნდს, ესპანეთის მამაკაცთა საფეხბურთო გუნდს და ფორმულა 1-ის 'მაკლარენს' აჯობა.
წლის 'გარღვევის' ჯილდო ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავს, ლამინე იამალს გადაეცა.
სპორტის icon (ხატი) კი რაფაელ ნადალი გახდა.
🏆 La 25ª edición de los Premios Laureus se celebró en Madrid, premiando a los mejores deportistas del año
— beIN SPORTS Español (@ESbeINSPORTS) April 21, 2025
Simone Biles y Mondo Duplantis fueron elegidos Deportista del Año, mientras que el Real Madrid ganó el premio al Mejor Equipo. Lamine Yamal fue reconocido como Revelación… pic.twitter.com/vXfuHK4dkg