Belive

ლანდო ნორისი F1-ის ახალი მსოფლიო ჩემპიონია

5 დღის წინ სხვა
1 წთ

ლანდო ნორისმა, აბუ დაბიში გამართულ გადამწყვეტ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა და მაქს ვერსტაპენსა და ოსკარ პიასტრის 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუგო. ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონობა ბოლო რბოლამ გადაწყვიტა (2021-ში ვერსტაპენმა აჯობა ჰამილტონს). იმ შემთხვევაში, თუ დღეს ვერსტაპენი რბოლას მოიგებდა, ნორისი აუცილებლად სამეულში უნდა შესულიყო და ბრიტანელმა პილოტმა ეს მოახერხა. თეორიული შანსი ჰქონდა ოსკარ პიასტრისაც. ლანდო ჩემპიონი მხოლოდ 2 ქულის სხვაობით გახდა: (ნორისი/423), (ვერსტაპენი/421), (პიასტრი/410).

26 წლის მრბოლელი მე-11 ბრიტანელია, რომელმაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონობა შეძლო. ის ასევე პირველია 2008 წლის შემდეგ, ვინც ჩემპიონი მაკლარენის ბოლიდით გახდა (2008-ში ეს ლუის ჰამილტონმა გააკეთა). ლანდომ მაქს ვერსტაპენის 4-წლიანი დომინაცია დაასრულა.

F1-ის 75-წლიან ისტორიაში, ლანდო ნორისი 35-ე მრბოლელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.