Belive

ესპანეთის გრან პრი კიმი ანტონელიმ მოიგო

2 დღის წინ სხვა
2 წთ

"მერსედესის“ პილოტმა, კიმი ანტონელიმ, ესპანეთის გრან პრი მოიგო და საერთო ჯამში, ამ სეზონში, ეს მისი მერვე რბოლა იყო, რომელიც პირველ ადგილზე დაასრულა.

„მაკლარენის“ მრბოლელმა, ლანდო ნორისმა, პოზიციები „ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის“ (VSC) რეჟიმის უხერხულ დროს გამოჩენის გამო დაკარგა. ნორისი პოულ-პოზიციიდან დამაჯერებლად ლიდერობდა, როდესაც მე-15 წრეზე VSC-ის რეჟიმი გამოცხადდა. ეს მომენტი უკიდურესად არახელსაყრელი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონისთვის - VSC-ის გამოცხადებისას მას ბოქსებიდან გასასვლელი უკვე გავლილი ჰქონდა. შედეგად, ანტონელიმ და ფერსტაპენმა (მან მეორე ადგილი დაიკავა) VSC-ის მოქმედების პერიოდში შეძლეს ბოქსებში შესვლა და დროის მოგება.

ნორისმა მხოლოდ მესამე ადგილამდე შეძლო დაწინაურება იმ ტრასაზე, სადაც გასწრება პრაქტიკულად შეუძლებელია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 რბოლაში, ანტონელის მიერ მოპოვებული მერვე გამარჯვება, იტალიელ პილოტს ჩემპიონატში უპირატესობას კიდევ უფრო უმყარებს. ამჟამად ის 81 ქულით უსწრებს თანაგუნდელ ჯორჯ რასელს (რომელმაც რთული რბოლა მეხუთე ადგილზე დაასრულა) და 101 ქულით „ფერარის“ პილოტ ლუის ჰამილტონს, რომელიც რბოლას ადრეულ ეტაპზე, მუხრუჭების მწყობრიდან გამოსვლის გამო გამოეთიშა.

რაც შეეხება თავად ტრასას - "მადრინგზე" ეს ისტორიაში პირველი რბოლა იყო. ხოლო ესპანეთის დედაქალაქში, ფორმულა 1-ის ბოლო ეტაპი 1981 წელს იყო ჩატარებული. რბოლას მადრიდის რეალის თითქმის მთელი შემადგენლობა და უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.